ირაკლი კობახიძე - შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი

შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგროც კობახიძემ აღნიშნა, არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები.

„ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება შესაბამისი უფლებამოსილებები, კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, თუმცა, არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება შეწყალებას: შეწყალების დროს ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია, არ არის შეუზღუდავი და არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს