კახა კალაძე - მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც კალაძის სამძიმარშია აღნიშნული, მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნასა და ქვეყნის ისტორიას.

„ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. სამაგალითო მოქალაქე, პატრიოტი ქართველი, თვალსაჩინო ისტორიკოსი, ჯავახიშვილის მემკვიდრეობის საუკეთესო დამცველი და გამგრძელებელი ღვაწლმოსილი წავიდა ჩვენგან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს. მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალი თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას“, - ნათქვამია თბილისის მერის სამძიმარში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა