გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მცხეთის რაიონის 1346 აბონენტს, კერძოდ, სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, სხალტბა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

13:30 საათიდან 14:30 საათამდე კი 290 აბონენტს მცხეთაში ნარეკვავის, სამხედროს, გურამიშვილის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, 475 აბონენტს ნატახტარში, მისაქციელში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს