ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს. „ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა დღეს მოითხოვა. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა