მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ თემირლანს ხელში ხელყუმბარა ეკავა, ისიც სისხლით უნდა ყოფილიყო გასვრილი, მაგრამ მას წვეთი სისხლიც არ ჰქონდა

თუ თემირლანს ხელში ეკავა ხელყუმბარა, ისიც სისხლით უნდა ყოფილიყო გასვრილი, მაგრამ მას წვეთი სისხლიც არ ჰქონდა, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მაჩალიკაშვილმა დეტალურად გაიხსენა სპეცოპერაციის ღამე და აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები, საიდანაც იკვეთება, რომ მის შვილს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ მობილური ტელეფონი ეჭირა, რომელსაც სპეცოპერაციის დაწყებამდე მეგობართან კომუნიკაციისთვის იყენებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სპეცრაზმელი, რომელმაც გასროლა განახორციელა, შეშინებული ყოფილიყო, თუმცა, ეჭვი ეპარება, როგორ მოახერხა შეშინებულმა სპეცრაზმელმა საკონტროლო გასროლის განხორციელება და მისი შვილის თავის არეში დაჭრა. მაჩალიკაშვილი დღესაც არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველები მის საცხოვრებელ სახლში შემთხვევით მივიდნენ.

“03:21 საათზე ჩემს შვილს მეგობართან აქვს შეტყობინება გაგზავნილი, 03:30 საათზე კი სპეცრაზმი შემოვარდა. ესეც ადასტურებს, რომ ჩემს შვილს არა ხელყუმბარა, არამედ მობილური ეჭირა ხელში. ჩემი შვილი ჯანღონით სავსეა, მაგრამ ჩხუბის თავი არ არის. ვიფიქრე ვინმესთან იჩხუბა და ის შემოვარდა მეთქი, აბა სპეცრაზმს ვინ გაიფიქრებდა ჩემს სახლში?! გავიგონე კარების შემტვრევის ხმა და პარალელურად გასროლაც.

მე გადავწყვიტე ზემოთ ასვლა, მაგრამ დამიჭირეს, კიბეზე დამაგდეს და შემდეგ დედაჩემის ოთხში პირველ სართულზე სამი საათით მამყოფეს და იარაღით დამადგნენ თავზე, არაფერს მეუბნებოდნენ. როდესაც კარების შემტვრევის ხმა გავიგე, პარალელურად იყო გასროლის ხმაც. შემდეგ მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა დავიწყოთ პირველი სართულიდანო. ჩხრეკის ბოლოს შევიდნენ თემირლანის ოთახში და როცა მეც შევედი, სისხლის გუბე დავინახე, ნატყვიარიც. როცა ვკითხე, რა მოხდა მეთქი, მითხრეს ხელყუმბარით გაგვიწია წინააღმდეგობა და მხარში დავჭერით, ახლა კი დაკითხვაზეაო.

ვკითხე, სად იყო ხელყუმბარა და კუთხეზე მიმითითეს, იქ გდიაო. ყველაფერი სისხლით იყო გასვრილი - პასოტელიც, ტელეფონიც და ხელყუმბარასაც შევავლე თვალი, რადგან თუ ხელში ეჭირა, ისიც სისხლით უნდა ყოფილიყო გასვრილი, მაგრამ მას წვეთი სისხლიც არ ჰქონდა. ვფიქრობ შეეშინდათ, მაგრამ თუ შეეშინდათ, პირდაპირ შუბლში როგორ ესროლეს? ან შეიძლება გამიზნულად მოხდა ეს. ამათ საქმის კეთება კი არა, გაფუჭებაც არ იციან, აი ამაშია საქმე! ესენი რომ გავიდნენ, შევიტყე, რომ თელავში წაიყვანეს თემირლანი და იქ გავიგე, რომ შუბლში ჰქონდა ტყვია ნასროლი”, - განაცხად მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო