მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები

თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და მოითხოვა მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია საქართველოში აშშ-დან ჩამოსულმა სპეციალისტმაც გასცა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

„ამერიკიდან ჩამოსულმა სპეციალისტმაც შესთავაზა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ თემირლანი სასწრაფოდ გადაეყვანათ გერმანიის კლინიკაში. ახლაც ვითხოვ, თემირლანი გადაყვანილი იყოს გერმანიაში. ვიცი, ხვალაც რომ დამჭირდეს რაღაც, მე ევროპაში მყავს სანათესაო, სამეგობრო და გვერდში ამომიდგებიან. თურქეთში მე არავინ მყავს, მე იქ კაციშვილი არ დამეხმარება. ამიტომ მივმართავ თხოვნით, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში. ნუ წამართმევენ შვილს. ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მე ამ შვილს მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, როგორც დაჭრილის მამამ დასძინა, ბერლინის კლინიკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია მას დღეს პირადადაც ჰქონდა. „მე თავად ვესაუბრე დღეს საავადმყოფოს ადმინისტრაციას. იმედებს და გარანტიებს ისინი არ იძლევიან, მაგრამ მკურნალობა გაგრძელდება. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ალაპარაკდება, ამათ თუ აწყობთ ეგ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს