აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ისტორიკოსისა და აკადემიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბიძე მწუხარებას გამოთქვამს. გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნულია,რომ მარიკა ლორთქიფანიძემ დამსახურებულად დაიკავა მეცნიერისა და ქვეყნის მემატიანის სახელი.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ისტორიკოსის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოსისა და თბილისის საპატიო მოქალაქის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი მარიკა 1922 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მან ძალზე საინტერესო ცხოვრების გზა განვლო და მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს ისტორიის კვლევას შეალია. მეცნიერი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარიკა ლორთქიფანიძემ საქართველოს წლების განმავლობაში მეცნიერთა არაერთი თაობა აღუზარდა და სრულიად დამსახურებულად დაიმკვიდრა გამორჩეული მეცნიერის, ქვეყნის მემატიანის სახელი. აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელით ვუსამძიმრებ მართლაც დიდი მეცნიერის ოჯახსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, სრულიად საქართველოს. წარუშლელია მარიკა ლორთქიფანიძის კვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც დიდი რუდუნებითა და გულწრფელობით ემსახურა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა