ირაკლი კობახიძე - სამწუხარო მოვლენაა, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ თანამდებობაზე რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს

სამწუხარო მოვლენაა, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ თანამდებობაზე რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის დანიშვნა. კობახიძის თქმით, ასეთი ფაქტები სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

„სამწუხარო მოვლენაა ზოგადად ის, რომ იმ თანამდებობებზე, რომლებიც წარმოადგენს დამოუკიდებელ თანამდებობებს, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობა, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო