ფიქრია ჩიხრაძე - არ გავჩერდებით,ვიდრე მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების საქმეში რეალურ შედეგს არ მივიღებთ

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები საგანგაშო პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა.

„ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები, პირდაპირ პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი შეიცვლება, რომ სისტემაში, რომელმაც შექმნა კოლექტიური მურუსიძე, ცვლილებები არ იგეგმება, რომ სისტემაში, სადაც შენარჩუნებულია ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილი, ცვლილებები არ იგეგმება.

ეს არის საგანგაშო გზავნილები. ამ ფონზე, მათთვის ბუნებრივია ამ სისტემაში სწორედ მურუსიძე და პრეზიდენტ მარგველაშვისთვის ბუნებრვია, ანა დოლიძის დანიშვნა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ამ სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ ბევრი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და დღესაც.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავჩერდეთ, არ გავჩერდებით მანამ სანამ ჩვენ რეალურ შედეგს არ მივიღებთ ამ სისტემის გაჯანსაღების საქმეში“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა