მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა

დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მამის თქმით, მას თბილისის სამედიცინო დაწესებულებასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა, სურს მისი შვილი უკეთეს ადგილზე გადაიყვანოს.

მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან უმალავდნენ, რომ გერმანული კლინიკა პაციენტის მიღებაზე თანახმა იყო, დამალვის მიზეზად კი სხვადასხვა უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ან მატერიალურ მხარეს ასახელებს.

“5 იანვარს ბერლინში მოხდა კლინიკის შერჩევა, გადაეგზავნათ ჩემი შვილის მონაცემები, თუმცა, მეორე დღეს მივიღეთ პასუხად უარი, გადატვირთულობის გამო. შემდეგ ავსტრიაში გადავაგზავნეთ საბუთები და იქიდანაც უარი მოგვივიდა პასუხად. დარჩა ერთ-ერთი კლინიკა თურქეთში, რომელიც არ განსხვავდება თბილისის კლინიკისგან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი კლინიკაა, მაგრამ მე ვცდილობ ბავშვი უკეთეს ადგილზე გადავიყვანო. შემდეგ გერმანიაში დავურეკე ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს გერმანიაში და ვთხოვე გადაემოწმებინათ იმ კლინიკაში ინფორმაცია, თუ რატომ თქვეს უარი, ან თქვეს თუ არა საერთოდ უარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი.

მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აღნიშნული კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ გააკეთა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, უწყებამ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.

იხილეთ ვიდეო: "გერმანიაში მიღებაზე უარი არ უთქვამთ, იქ ამ დრომდე გველოდებიან" - მაჩალიკაშვილის მამის სკანდალური განცხადება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს