მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს

ჩემს ქართველ დებთან და ძმებთან რაღაც შუღლი მქონდეს, რაღაც ბრძოლა იქნეს წამოწყებული, მე ეს არ მინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ”ამ გაუგებრობაში სახელმწიფოა დამნაშავე და არა მოსახლეობა”.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, ისინი ითხოვენ, რომ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება მოხდეს.

”ჩეჩნეთი 1 მილიონით რუსეთის 146 -მილიონიან იმპერიას ებრძოდა, მაგრამ მიუხედავად ამ სიმცირისა ებრძოდა. მე არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე. თუნდაც 10 შვილი რომ დავკარგო, მე ეს არ მინდა, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მე არაფერს ვითხოვ. როგორც დაღუპეს ჩემი შვილი, ისე წაიყვანონ ბერლინის კლინიკაში, ან აალაპარაკონ, ან რაღაც თქვან, ან ეშინიათ იმის, რომ ამ ბიჭს სადღაც რაღაც ჰქონდა გაგონილი და იმიტომ გაწირეს”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინფორმაციით, მათ გუშინ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღეს თანხმობა, რომ კლინიკა მათი დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებისთვის მზად არის.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო