მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები

თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და მოითხოვა მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია საქართველოში აშშ-დან ჩამოსულმა სპეციალისტმაც გასცა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

„ამერიკიდან ჩამოსულმა სპეციალისტმაც შესთავაზა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ თემირლანი სასწრაფოდ გადაეყვანათ გერმანიის კლინიკაში. ახლაც ვითხოვ, თემირლანი გადაყვანილი იყოს გერმანიაში. ვიცი, ხვალაც რომ დამჭირდეს რაღაც, მე ევროპაში მყავს სანათესაო, სამეგობრო და გვერდში ამომიდგებიან. თურქეთში მე არავინ მყავს, მე იქ კაციშვილი არ დამეხმარება. ამიტომ მივმართავ თხოვნით, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში. ნუ წამართმევენ შვილს. ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მე ამ შვილს მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, როგორც დაჭრილის მამამ დასძინა, ბერლინის კლინიკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია მას გუშინ პირადადაც ჰქონდა. „მე თავად ვესაუბრე საავადმყოფოს ადმინისტრაციას. იმედებს და გარანტიებს ისინი არ იძლევიან, მაგრამ მკურნალობა გაგრძელდება. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ალაპარაკდება, ამათ თუ აწყობთ ეგ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა