დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი შეიძლება ყოფილიყო მისთვის

სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილს ბრალი ისეთ მუხლზე აქვს წარდგენილი, რაც მას ყველაზე მეტად აწყობდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, აღნიშნულ საქმეში უამრავი დარღვევაა, რომელზეც საზოგადოებაც ინფორმირებულია. მისი თქმით, პროკურატურამ მოახერხა და გამოძიების არაეფექტურობიდან გამომდინარე, დანაშაულში მონაწილე უამრავი პირი პასუხისგების გარეშე დატოვა, რაც დაუშვებელია.

“სტრასბურგის სასამართლო წერდა, რომ გაოგნებული ვართ, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეში. საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი დაყვანილია იქამდე, რომ სააკაშვილმა მხოლოდ შეწყალების აქტში ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მთელი ეს სისტემა, რომელიც ამ საქმეში იკვეთებოდა დანაშაულებრივად, რჩება გვერდზე. სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის.

ასეთ რიხზე სააკაშვილი იმიტომაა, რომ ასეთ ქაღალდებზე, რომელიც განაჩენში იწერება, ენიჭება სერიოზული პოლიტიკური უპირატესობა, რათა მთელ მსოფლიოში ილაპარაკოს, რომ აი რაზე მდევნიანო. ჩვენ გვქონდა უამრავი ფაქტი და ინფორმაცია ამ წლების განმავლობაში დაგროვილი, რომ აქ გაცილებით ღრმა პრობლემებთან გვქონდა საქმე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო