ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირს, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის და უნივერსიტეტის ქუჩებს.

დღესვე, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ლისის, ბაგების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევის, ქავთარაძის II შესახვევის, ვერეს ხევის, შავგულიძის, პეტრე ქავთარაძის, იოსელიანის, შალვა ნუცუბიძის, ფხაკაძის, ჯიქიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00-დან 16:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება შეუწყდება პეტრე ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩებს, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირს (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო