ტელეწამყვანი ოპრა უინფრი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს

პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი 2020 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეარხი NBC იუწყება.

„ეს არ მოხდება. მას კენჭისყრის სურვილი არ გააჩნია“, - განაცხადა ტელეარხის წყარომ.

შეგახსენებთ, რომ კვირას ლოს-ანჯელესში გამართულ პრემია „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 75-ე ცერემონიაზე ტელეწამყვანი ოპრა უინფრი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც რიგმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ უინფრი 2020 წელს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას გეგმავს.

ამის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს საკუთარი კანდიდატურა 2020 წელსაც წამოაყენოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა