აჭარის უმაღლესი საბჭო მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

აჭარის უმაღლესი საბჭო ისტორიკოსის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოსისა და თბილისის საპატიო მოქალაქის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ქალბატონი მარიკა 1922 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მან ძალზე საინტერესო ცხოვრების გზა განვლო და მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს ისტორიის კვლევას შეალია. მეცნიერი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარიკა ლორთქიფანიძემ საქართველოს წლების განმავლობაში მეცნიერთა არაერთი თაობა აღუზარდა და სრულიად დამსახურებულად დაიმკვიდრა გამორჩეული მეცნიერის, ქვეყნის მემატიანის სახელი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელით ვუსამძიმრებ მართლაც დიდი მეცნიერის ოჯახსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, სრულიად საქართველოს. წარუშლელია მარიკა ლორთქიფანიძის კვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც დიდი რუდუნებითა და გულწრფელობით ემსახურა“, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო