11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 10 796 ადმინისტრაციული საქმე განიხილეს

2017 წლის 11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 10 796 ადმინისტრაციული საქმე განიხილეს. ამის შესახებ საერთო სასამართლოების სტატისტიკურ მონაცმებშია აღნიშნული. სტატისტიკის თანახმად, 3 022 ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოებში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, 7 774 სარჩელი კი ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა შეიტანეს. განხილული 10 796 სარჩელიდან სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლო გადაწყვეტილება 5 841 შემთხვევაში მიიღო, 3 935 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ. 2017 წლის 11 თვეში რეგისტრირებული საჩივრებიდან მხოლოდ 21 დასრულდა მორიგებით.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს 2017 წლის 11 თვეში, მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სულ 1 664 ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს, საიდანაც 796 საქმეზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 851 საქმე კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გადაწყდა. 8 ადმინისტრაციული საჩივარი მორიგებით დასრულდა, 9 საქმე კი ხელახალი განხილვისთვის პირველ ინსტანციაში დაბრუნდა.

2017 წლის 11 თვეში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 662 საკასაციო საჩივარი იქნა განხილული, საიდანაც 191 საქმე ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 439 საქმე კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა. 1 საქმეზე მხარეები მორგიდნენ. 13 საკასაციო საჩივრის განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა