2017 წლის 11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 1 592 საგადასახადო დავა განიხილეს

2017 წლის 11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 1 592 საგადასახადო დავა განიხილეს, რომელთაგან 1 327 საჩივარი სასამართლოებში საგადასახადო ორგანოების, 265 საჩივარი კი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერაა შეტანილი. სასამართლო განხილვების შედეგად 1 222 საქმე საგადასახადო ორგანოების სასარგებლოდ, 367 საჩივარი კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გადაწყდა.

მეორე ინსტანციის სასამართლოებმა კი 2017 წლის 11 თვეში 156 სააპელაციო საჩივარი განიხილეს, რომელიც საგადასახადო დავებს ეხებოდა. აქედან 54 საგადასახადო ორგანოების სასარგებლოდ, 101 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა. სააპელაციო საჩივრებიდან მხოლო ერთი დაუბრუნდა პირველ ინსტანციას ხელახალი განხილვისთვის.

2017 წლის 11 თვეში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საგადასახადო დავებთან დაკავშირებული 69 საკასაციო საჩივარი განიხილეს, რომელთაგან 19 საქმე ადმინისტრაციული ორგანოების, 49 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში, საგადასახადო დავები მორიგებით არ დასრულებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო