სოფელ სნოს მოსახლეობა სამინისტროების და ”სახელმწიფო ელექტროსისტემის” წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს

ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს მოსახლეობა ეკონომიკის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ”სახელმწიფო ელექტროსისტემის” წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ადგილობრივებმა ”ინტერპრესნიუსს” აცნობეს, უწყებებისგან ასევე ითხოვენ მიიღონ ინფორმაცია თუ რატომ არ სრულდება მათთვის მიცემული პირობა, რომლის თანახმადაც, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დასახლებიდან მოშორებით არსებულ ქედზე უნდა აშენებულიყო.

მათი ინფორმაციით, მიუხედავად დაპირებისა, გუშინ, მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების გარეშე სამშენებლო ტექნიკამ სოფელ სნოში ეროზირებულ ტერიტორიაზე დაიწყო მუშაობა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პროექტის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში უნდა გაიაროს და მოსახლეობის ეზოები გადაკვეთოს, რასაც ისინი აპროტესტებენ.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ მოხდეს გადამცემი ხაზის იქვე არსებულ ქედზე აწევის (2 ანძა) განხილვა, რაც ადგილობრივებს პრობლემებს მოუხსნის. მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა აქციების გაგრძელებას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა