სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგის პირველი რაუნდი გაიმართა

სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების ნორმალიზების დიალოგის პირველი რაუნდი გაიმართა.

მხარეებს შორის შეხვედრა სასაზღვრო ქალაქში, ფხანმუნჯში შედგა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პრაქტიკული ნაბიჯების გამოძებნა გახდება.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მხარეები მტკიცედ არიან განწყობილნი მოლაპარაკებების ჩასატარებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა