ფრანც კლინცევიჩი - აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდის ოდესის პორტში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდის ოდესის პორტში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ოდესის საზღვაო პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი Carney DDG64 შევიდა და იქ 11 იანვრამდე დარჩება.

კლინცევიჩის თქმით, უკრაინის მთავრობა ამერიკული ხომალდის შესვლას განიხილავს, როგორც მათი პოლიტიკური კურსის მიმართ სოლიდარობის გამოვლენის შემდგომ საშუალებას.

„ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ რუსეთმა წონასწორობა დაკარგოს. საკმაოდ გამომწვევად გამოიყურება ვიზიტის მიზანი - ნატო-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის კომბინირებული მზაობისა და სამხედრო-საზღვაო პოტენციალის ამაღლება. რატომ სჭირდება ასეთი რამ შეერთებულ შტატებს? რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესება არსებულზე უარესად უკვე შეუძლებელია“, - განაცხადა კლინცევიჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო