სპეციალურმა პროკურორმა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დონალდ ტრამპი დაკითხოს

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მუელერმა, შესაძლოა, უახლოესი კვირების განმავლობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირებთან დაკავშირებით დაკითხოს. ამის შესახებ „ვაშონგტონ პოსტი“ იუწყება.

„ეს შეხვედრა შეიძლება იმაზე მალე შედგეს, ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ“, - წერს გამოცემა, სადაც ასევე ნათქვამია, რომ თავად დონალდ ტრამპი სპეციალურ პროკურორთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ ნერვიულობს და თვლის, რომ ამის შემდეგ წერტილი დაესმება მის საარჩევნო შტაბსა და კრემლს შორის კავშირების განხილვას.

თეთრი სახლი ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„თეთრი სახლი არ აკეთებს კომენტარს სპეციალური პროკურორის ოფისთან კავშირების შესახებ. თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობს პროკურორთან, რათა წვლილი შეიტანოს ყველა არსებული საკითხის დროულად გადაჭრაში“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის იურისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა