აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, თამარ კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. დღეიდან, თამარ კაიკაციშვილი ტურიზმის დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.

„თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა ძალიან საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც, თავის მხრივ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს