ზურაბ ალავიძე საგარეჯოში, ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კიდევ ერთი ახალი სტადიონი ექნება მალე საგარეჯოს მოსახლეობას.

კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური სტადიონის სრულ რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე მოეწყობა ახალი მინდვრის საფარი. სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია.

სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, იგეგმება შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი სტადიონი 10 ათასზე მეტი ადგილობრივს მოემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა