ყალბი ერთლარიანი მონეტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

”საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო