ეკონომიკის სამინისტროს „ტექნოპარკში“ ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობით ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს ახორციელებს, რომელსაც MIT-ის სტუდენტები გაუძღვებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგი სამი სხვადასხვა მიმართულებით, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები შეისწავლიან LittleBits-ის, Arduino -სა და Lego Robotics -ის საწყისებს. ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი LittleBits-ის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები LittleBits - ის საფუძვლებს დაეუფლებიან, რაც მარტივი ელექტრონული მოწყობილობების აწყობას გულისხმობს, ამავდროულად, განივითარებენ გუნდური მუშაობისა და ტრენერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის მონაწილეები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი პირობა პროგრამირების საწყისების, ელექტრონიკისა და ინგლისური ენის ცოდნა იყო. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გარდა ამისა გადამზადებული ტრენერები ვალდებულნი იქნებიან უსასყიდლოდ ჩაატარონ 2-საათიანი ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ სამჯერ ტექნოპარკის ბაზაზე.

შემდეგი ტრენინგი „ლეგო რობოტიკის“ მიმართულებით 15 იანვარს აიღებს სტარტს და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს