,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - 2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 16,45%-ით გაიზარდა

2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები წინა წელთან შედარებით 16,45%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს ფოთის პორტში 318,752 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2016 წელს - 273,690 TEU კონტეინერი.

2017 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 6 600 000 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7,7%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

”ყოველივე ეს საქართველოს მზარდი ეკონომიკისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შედეგია“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ინფორმაციით, „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე 2,900 მეტრს შეადგენს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული.

”სათავეში მოსვლის დღიდან „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება საპორტო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა