თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თურქეთში ”კოჩის” კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, აიზა მარგოშვილის განცხადებით, გერმანიის „შარიტეს“ კლინიკიდან, სადაც მის დაჭრილ შვილს მკურნალობა უნდა გაეგრძელებინა, უარყოფითი პასუხი მთავრობის ჩარევის შედეგად მოვიდა.

როგორც აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გუშინ ამ კლინიკიდან დადებითი პასუხი მიიღო, რაც გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს, ამის შემდეგ კი გერმანიიდან პაციენტის მიღებაზე უარი მოვიდა.

„ხუთ საათზე პირადად დაველაპარაკეთ ბერლინს, მოგვივიდა ინვოისი, რომ მივიღებთ პაციენტს, ოღონდ თქვენ გადაიხადეთო. სამინისტრომ როგორც კი ეს გაიგო, ამის შემდეგ მეილზე მომწერეს პასუხი გერმანიიდან, რომ უარს ვაცხადებთო ადგილების არ ქონის გამო. ეს ხომ აბსურდია. კლინიკას უარი მთავრობამ ათქმევინა“, - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

რაც შეეხება თურქეთის ორ კლინიკას, ერთი მათგანი, კერძოდ „კოჩის“ კლინიკა ოჯახის მიერ არის შერჩეული, მეორე კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, სამინისტროს მიერ მოძიებულ კლინიკაზე ოჯახმა უარი განაცხადა.

„კოჩის კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია, რათა იქ მაინც გადავიყვანოთ. იქიდან გვითხრეს, რომ ერთ წუთსაც ნუ აჩერებთო. „კოჩის“ კლინიკაში მკურნალობა, სავარაუდოდ, 50 000, ხოლო გადაყვანა 25 000 დოლარი ჯდება. ამ კლინიკასთან უშუალო კომუნიკაციას ოჯახი ვაწარმოებთ, ხარჯებს კი მგონი სრულად ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს“, - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო