თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით

თუ დაკავებულებს ახმედ ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის, ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით, - ამის შესახებ პანკისში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებთან მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. ასევე განაცხადა, რომ ის პირები, რომლებსაც სახელმწიფო ტერორიზმთან კავშირს ედავება, ხეობაში ნანახი ჰყავს, თვითონ კი სხვა სახელებით და გვარებით იცნობდა. აიზა მარგოშვილი სახელმწიფოს კითხვით მიმართავს, რომ თუ დაკავებულ პირებს ტერორიზმთან კავშირი ჰქონდათ, რატომ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად თბილისსა და პანკისის ხეობაში.

„იმ მომენტში თემირლანს მობილური ჰქონდა ხელში. თავის მეგობარს, თანაკლასელს და ჩემს ძმიშვილს ელაპარაკებოდა. მესიჯებს უგზავნიდნენ ერთმანეთს და ასევე რაღაც კლიპებს. ხოლო ხელყუმბარაზე ჩემ შვილს წარმოდგენაც არ აქვს. მობილური ძველი შეძენილი ჰქონდა... გავრცელებული კადრები ორი წლის წინანდელია. იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ იმას, რომ თუ ასეთი დამნაშავეები არიან, მთელი ორი წლის განმავლობაში რატომ დაიარებიან თბილისსა და ხეობაში. ამაზე ვითხოვ პასუხს. ჩეჩნები თბილისსა და ხეობაშიც არიან, სტუმართმოყვარეები, შემოპატიჟება ვიცით. თუ ეს დანაშაულია, მე ვარ პირველ რიგში დამნაშავე. ეს ადამიანები ხეობაში მყავს ნანახი, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთშიც დადიოდნენ. რამდენი ხანია ესენი აქ არიან. თუ მათ ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? რა შუაში ვართ ჩვენ? ჩვენ მათ სხვა სახელებითა და გვარებით ვიცნობდით. როცა ის კადრები ვნახეთ, მივხდით რომ ეჭვმიტანილები არიან და სახელებიც მაშინ გავიგეთ. ჩვენ მათ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით“, - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო