„საქართველოს ბანკი“ EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

„საქართველოს ბანკი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოლს ბანკიდან“ აცნობეს.

როგორც „საქართველოში ბანკში“ განმარტავენ, ხსენებული დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულება ბანკსა და EBRD-ს შორის 2016 წლის მაისში გაფორმდა, საერთო მოცულობით 242 მლნ ლარი, საიდანაც მეორე ტრანშმა 135 მლნ ლარი შეადგინა.

ბანკის ინფორმაციით, პირველი ტრანშის მსგავსად, დაფინანსების მეორე ნაწილიც მოემსახურება ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის, ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესების დაკრედიტებას და მათ შესაბამისობას DCFTA-ს მოთხოვნებთან, რასაც საგრანტო დაფინანსებით, ასევე, მხარს უჭერს შვედეთი და ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო