დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მთაში თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დღეს დღის მეორე ნახევრიდან, ხვალ დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4- 5-ბალიანი შტორმი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 10 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (უპირატესად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება (დასავლეთ საქართველოში), ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს