ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 3700 ადამიანი დააკავეს

ირანის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 3700 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ განათლების საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მაჰმუდ სადეგიმ განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოები აკავებდნენ, დაკავებულთა ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია. დაახლოებით ეს რიცხვი 3700-ს შეადგენს“, - განაცხადა სადეგიმ.

ირანის მსხვილ ქალაქებში 2017 წლის 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აქციები შიდა პრობლემებითა და უცხო ქვეყნების მხრიდან წაქეზებით არის გამოწვეული. ტელეარხ Press TV-ის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო