გია ვოლსკი ანა ნაცვლიშვილზე - იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის დანიშვნის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის პარლამენტში ბოლო პერიოდის გამოსვლა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში აზრთა ამ სტილით დაპირისპირება აღარ იქნება.

”ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ანა დოლიძის ბოლო პერიოდის გამოსვლა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, პოლიტიკური პლატფორმიდან იყო განცხადებები გაკეთებული და არა საპარლამენტო მდივნისთვის დამახასიათებელი ტექსტით, უფრო პრეზიდენტის საუბარს გავდა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ აზრთა ამ სტილით დაპირისპირება არ იქნება მომავალში", - განაცხადა ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა