ლეონიდ სლუცკი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში რუსეთის შუამავლობა აუცილებელია

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში რუსეთის შუამავლობაც აუცილებელია.

„დიდი ალბათობით, ბირთვული განიარაღების საკითხებში წინსვლისთვის საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევა აუცილებელი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თემა რუსეთის ფედერაციის ინტერესებსაც ეხება პირველ ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოების საზღვრების სიახლოვის გამო, რუსეთს შეუძლია ამ როლის შეთავსება“, - განაცხადა სლუცკიმ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ.

სლუცკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კონსტრუქციული ურთიერთობები აქვს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოებთან.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმის მომხრეები, რომ კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებული საკითხები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დარეგულირდეს, ხოლო დაძაბულობის გამწვავება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანს საერთაშორისო საზოგადოებას. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, რომელიც თავს მსოფლიოს ცენტრად თვლის, ჩემი აზრით, ახლა ფხენიანის საწინააღმდეგო პოზიცია უნდა შეიცვალონ და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგებს დაელოდონ“, - განაცხადა სლუცკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს