პრეზიდენტი - აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარლამენტთან - ვუსურვებ, ანა ნაცვლიშვილს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას

ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან - საქართველოს პარლამენტთან, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

„ქალბატონ ანას ქართული საზოგადოების წინაშე წარდგენა მაინცდამაინც არ სჭირდება იმიტომ, რომ კარგად იცნობს ქართული საზოგადოება მის საქმიანობას, როგორც იურისტის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას, იმ სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. გამომდინარე მისი ხედვიდან, მისი კვალიფიკაციიდან, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს. მიხარია, რომ ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოასთან - საქართველოს პარლამენტთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ დათანხმდა ამ მიმართულებით გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცვლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა