დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით

ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა