კომპანია ”სიტროენ ჯორჯია” კონკურენციის სააგენტოში დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს

კომპანია ”სიტროენ ჯორჯია” კონკურენციის სააგენტოში დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს. როგორც კომპანიის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტაცია სხვა ფაქტებთან ერთად მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც შს სამინისტროს ეხება.

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნით დასტურდება ”სიტროენ ჯორჯიას” განცხადებები, რომ ”სახელმწიფო ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული, ასევე ის, რომ სახელმწიფო შესყიდვები, კარტერული გარიგებები მიმდინარეობს, აბსოლუტურად მართალია”.

ამასთან, პრესკონფერენციაზე, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ კომპანია ”სიტროენ ჯორჯია” კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობს.

თავის მხრივ, კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარაშიძის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შს სამინისტროს შესყიდვებზე გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ „სიტრიენ ჯორჯიას“ განცხადებები სიმართლეა.

”მინდა გამოვეხმაურო იმ დასკვნას, რომელიც დაიდო. ეს ნიშნავს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხანი, ეს ყველაფერი გამყარდა აუდიტის დასკვნით. ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ჩვენი საუბარი დაადასტურა ბატონმა მამუკა ტუსკაძემ, რომელმაც დატოვა დავების საბჭო, ხოლო ამის შემდეგ დაიდო დასკვნა, რომელიც სრულიად ნათელს ხდის, თუ რა ხდება სახელმწიფო შესყიდვებში”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა