„ვიზეარი“ ქუთაისიდან ფრენებს ვენის მიმართულებითაც იწყებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავსტრიაში, ვენის მიმართულებითაც ფრენებს იწყებს . როგორც უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ ვენის აეროპორტში ახალი ბაზა გახსნა და შესაბამისად, 17 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს, მათ შორისაა ქუთაისი.

”ვიზეარის” საიტზე ქუთაისი-ვენის ავიაბილეთების შეძენა 2018 წლის 15 ნოემბრიდანაა შესაძლებელი ფრენები კვირაში 3 სიხშირით: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქუთაისიდან 19 მიმართულებით ხორციელდება ფრენები და ვენა მეოცე იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა