ანა ნაცვლიშვილი - მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე

მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით გავაგრძელო მუშაობა და წვლილი შევიტანო იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდრატის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში. მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა, როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს წინამორბედს ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების საქმეში. ბუნებრივია, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ანა ნაცვლიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო