„მოსადის“ დირექტორი - ჩვენ ირანშიც გვაქვს თვალები და ყურები

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ დირექტორი იოსი კოენი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ირანშიც გვაქვს თვალები და ყურები“, - განაცხადა „მოსადის“ დირექტორმა.

იოსი კოენის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ირანის ეკონომიკა ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ აყვავდა, ეს არანაირად არ აისახა ხალხის ცხოვრებაზე, რის გამოც ისინი გარეთ გამოდიან“.

„მოსადის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებისგან დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა ბედნიერი იქნება თუ ირანში სოციალური რევოლუცია მოხდება.

ირანის დიდ ქალაქებში 2017 წლის 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აქციები შიდა პრობლემებითა და უცხო ქვეყნების მხრიდან წაქეზებით არის გამოწვეული. ტელეარხ Press TV-ის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო