აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-მ და დიდ ბრიტანეთმა ვერ შეძლეს ირანში აქციების დროს არეულობა გამოეწვიათ

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ვერ შეძლეს ირანში საპროტესტო აქციების დროს არეულობა გამოეწვიათ. ამის შესახებ ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ჩვენი მტრები უკვე 40 წელია ცდილობენ გაგვანადგურონ, თუმცა ყოველთვის წინააღმდეგობას იღებენ. ჩვენი ხალხი ავლენს ერთიანობას და მტრებს წინააღმდეგობას უწევს. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ვერ შეძლეს და ვერც შეძლებენ ჩვენს გატეხვას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ ირანის შიდა საქმეებში ჩარევაში აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დაადანაშაულა.

ირანის დიდ ქალაქებში 2017 წლის 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აქციები შიდა პრობლემებითა და უცხო ქვეყნების მხრიდან წაქეზებით არის გამოწვეული. ტელეარხ Press TV-ის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს