გასული წლის დეკემბერში იმერეთის გუბერნიამ დანამატის სახით 11 570 ლარი გასცა

გასული წლის დეკემბერში საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ დანამატის სახით 11 570 ლარი გასცა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” იმერეთის გუბერნიიდან აცნობეს, წლის ბოლოს დანამატი გუბერნიაში დასაქმებულმა 32-მა თანამშრომელმა მიიღო.

დანამატის სახით საახალწლოდ 2 950 ლარი მიიღო იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

8 620 ლარი გაიცა 28 თანამშრომელზე (მათ შორის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები), თითოეულმა საახალწლოდ 270-270 ლარი მიიღო.

რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, იმერეთის გუბერნიაში 121 682 ლარის დანამატი გაიცა.

დანამატის სახით წლის განმავლობაში იმერეთის გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ 35 400 ლარი მიიღო.

5 670 ლარით განისაზღვრა მერის მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის დანამატი. ამავე პოზიციაზე 2 907 ლარი მიიღო იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერის პოსტზე დასახელებამდე 2 487, 50 ლარი მიიღო გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ვიცე-გუბერნატორის პოსტს იკავებდა. 13 500 ლარი მიიღო პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიდრე ჭიათურის მერის პოსტზე კანდიდატად დასახელდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა