ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ.

პროკურორს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი პირია ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, თუმცა აღნიშნა, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

„დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომ მათი მოქმედების შედეგად დადგა ორი არასრულწოვნის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაზიანებულებს, დაჭრილებს, დანიშნულია ექსპერტიზა და დგინდება თუ რა გარემოებებში მიიღეს ეს ჭრილობები“ , - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე 5 პირის წინააღმდეგ, რომელიც დანაშაულის დაფარვას ეხება. შესაბამისად, მოცემული გამოძიების პროცესში, პროკურორის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის პოზიციას თითქოს საქმეში მონაწილეობს სხვა ცივი იარაღი, რომელიც გამოძიებაში არ არის დაფიქსირებული.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა