საპარლამენტო კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა. კომიტეტებში კვოტების ახალი გადანაწილება უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შექმნამ განაპირობა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, უმრავლესობის ფარგლებში შექმნილი ფრაქციებისთვის კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება - ფრაქცია “ქართული ოცნებას“ ყველა კომიტეტში ორი კვოტა მოაკლდება და ისინი ახლად შექმნილ ფრაქციებს თითო-თითო კვოტით გადაუნაწილდებათ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს, პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. ამის შემდეგ, ახალ ფრაქციებს კომიტეტებში თავიანთი კანდიდატების წარდგენის საშუალება მიეცემა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო