ანა ნაცვლიშვილი - ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა

ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა და გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პარლამენტთან კონსტრუქციული მუშაობა გაგრძელდება.

„პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყოველთვის იყო მოწოდებული კონსტრუქციულად ამ უმნიშვნელოვანესი ურთიერთობების მიმართ. მეც მაქვს სრული მზაობა პატივისცემის და ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით მაქსიმალურად საქმიანი და შედეგიანი იყოს ურთიერთობა პარლამენტთან და ეს მაქვს იმედი რომ ეს ურთიერთობა დარჩება კონსტრუქციულობის ფარგლებში.

მთავარი, რის გამოც მე დავთანხმდი ამ საპატიო შემოთავაზებას, არის ჩემი სურვილი გავაგრძელო მუშაობა ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა და გაძლიერება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს