გია გაჩეჩილაძე - ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები და სხვა ადამიანები რჩებიან მშივრები

ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები და სხვა ადამიანები რჩებიან მშივრები და გაძვალტყავებულები, ამის გაგრძელება აღარ შეიძლება, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა)დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ძალიან დიდი იმედი იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დაიდებოდა ობიექტური დასკვნა, მე პირადად არ მქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო აუდიტის სამსახურს, რადგან იმაზე უარესი დასკვნა დადო, ვიდრე ჩვენ ვიძახდით. მე მიხარია, რომ დღეს ამ ქვეყანაში კიდევ შეიძლება სიმართლის პოვნა, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე გამყარებული იქნება ნამდვილად იმ ფაქტებით და გარემოებებით, რაც ჩვენ წარვადგინეთ. აუდიტის სამსახური იყო პირველი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც ჩვენი განცხადებები გაამყარა და შემდეგი ალბათ იქნება კონკურენციის სააგენტო. ალბათ, ნოდარ ხადურის უწყებაც დადებს ანალოგიურ დასკვნას, რადგა სიმართლე ერთია, ის ჩვენს მხარესაა და ეს, რომ სიმართლე არ ყოფილიყო, საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებდი. სახელმწიფოში არსებული მახინჯი ფორმები უნდა დამთავრდეს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ის აუტანელი პირობები, რაც დღეს არის სახელმწიფო შესყიდვებში - დამთავრდეს”, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, არ იცის, თუ ვინ დგას ყველაფრის უკან, თუმცა, როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, ფაქტია, რომ ”სახელმწიფო სტრუქტურებიდან ამ ყველაფერში ჩართული არიან და მათ გარეშე შესყიდვების საკითხები ვერ გადაწყდებოდა“.

”მე არ ვიცი ვინ არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია, ეს ალბათ გამოძიების საქმეა. არაფერს გამოვრიცხავ, როგორც შეიძლება იყოს ზედა ეშელონებში სისტემური პრობლემა, ისე შეიძლება იყოს ქვედა ეშელონებშიც. მე ამის დასახელება არ მომერიდება რომ ვიცოდე ვინ დგას ამის უკან. მაგრამ თბილისში ალბათ ადამიანიც არ არის დარჩენილი ვინც შეიძლება არ იცოდეს, თუ რა ხდება სახელმწიფო ტენდერებში. ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. მე უბრალოდ ამას შევეჯახე, შევისწავლე და მივხვდი, რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელიც ზედმეტობით გააქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა ადამიანები რჩებიან ისევ ისე მშივრები და გაძვალტყავებულები. ეს თანხები უნდა გადანაწილდეს ხალხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე დადებული დასკვნა ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, ხმაურიანი განცხადებების შემდეგ მას გამოეხმაურა თუ არა ვინმე, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ მას არავინ გამოხმაურებია და არც თავად უცდია ვინმესთან დაკავშირება.

"უცნობი": იმაზე უარესი დასკვნა დადო, რასაც ჩვენ ვიძახდით" - მოუწევს თუ არა პრემიერს დადებული სიტყვის შესრულება და პოსტის დატოვება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო