ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება

პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, შეწყალების გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია კონსტიტუციის დარღვევაა.

„ეს საქმე არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ უკვე გაკეთებული განცხადებებით დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით არის ჩვენი პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ. მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ეთიკური, მორალური თვალსაზრისით როგორც საზოგადოებას, ასევე მის თითოეულ წევრს აქვს უფლება შეაფასოს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია სამართლებრივად მცდარი მსჯელობაა, ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

პრეზიდენტის პოზიცია ცნობილი იყო ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა და ასევე პრეზიდენტობის დროსაც, როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მთელი ის პასუხი, რაც ამ საზარელ დანაშაულს გასცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი როგორც სამართლებრივი, ასევე ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. თუმცა, ამისთვის დღეს ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება და ის რაც გააკეთა პროკურატურამ, რა კვალიფიკაციაც მისცა ამ საქმეს, ეს არის სამართლებრივად არასწორი და კონსტიტუციის დარღვევა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა