რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვინც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, ახლა სხვა საშუალებებს ეძებს ამის გასაკეთებლად

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებში თურქი ბანკირის ატილას სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და ამას სახელმწიფო გადატრიალების ახალი მცდელობა უწოდა.

„ვინც 2016 წლის 15 ივლისს ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, ახლა სხვა საშუალებებს ეძებს ამის გასაკეთებლად. ატილას პროცესთან დაკავშირებული ცნობილი საქმე, რომელიც ახლა ამერიკაში მიმდინარეობს - ეს არის პოლიტიკური მისამართი იმისა, ვინც გადატრიალებას ცდილობს“, - განაცხადა ერდოღანმა.

აშშ-ში ატილა გასული წლის მარტში დააკავეს. მას ბრალად ედება ის, რომ ადრე შეერთებულ შტატებში დაპატიმრებულ ირანელ ბიზნესმენ რეზა ზარაბთან შეთქმულებაში შევიდა. მათი გეგმის მიხედვით, თურქეთიდან ირანში დიდი მოცულობის ტრანზაქციები უნდა მომხდარიყო, ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. ზარაბმა დაადასტურა, რომ ქრთამის სახით თურქეთის პრემიერ-მინისტრს 50 მლნ აშშ დოლარი ქრთამის სახით მისცა. მან ჩვენება ერდოღანის წინააღმდეგაც მისცა და თქვა, რომ შეთქმულებაზე მასაც ჰქონდა ინფორმაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა