საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების საშობაო საჩუქარი ბავშვთა ჰოსპისს გადაეცა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის და სოციალური კომიტეტის ინიციატივით, აღმასრულებელი საბჭოს სახელით ბავშვთა ჰოსპისს საშობაო საჩუქარი-ბატუტი გადაეცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, აღმასრულებელი საბჭოს წევრები გაეცნენ ჰოსპისის შენობას, მოინახულეს პაციენტები და სამომავლოდ, ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებაც დაგეგმეს.

”2017 წლის იანვრიდან თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი ფუნქციონირებს. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტებს შეესაბამება.

პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვანია იმ მომენტიდან, როდესაც დგინდება, რომ დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ ასპექტებს, რაც პაციენტებს და მათ ოჯახებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება. ჰოსპისის გუნდი ცდილობს ბავშვებს და მათ ოჯახებს დაავადებით გამოწვეული ტკივილი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმსუბუქონ და ოცნებები აუხდინონ.

საქართველოს ბავშვთა ჰოსპისი ინდივიდუალური და კერძო დონაციებით არსებობს”, - ნათქვამია ასოციაციის ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო