ინტერრელიგიურ კალენდარს ახალი ფორმატი დაემატა

უკვე მეოთხე წელია, რაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ინტერრელიგიურ კალენდარს გამოსცემს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, კალენდარში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები, იგი ხელს უწყობს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას.

”ინტერრელიგიური კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ საჯარო უწყებებში, რაც რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

2018 წელს ტრადიციულ ინტერრელიგიურ კალენდარს ახალი ფორმატი დაემატა, რომლის საკულტო ნაგებობის ფოტოებით გაფორმებულ ყდას ვერ ხედავენ კალენდრის ადრესატები, ხოლო მის შიგთავსს - სხვა დანარჩენი მომხმარებელი: კალენდარი ბრაილის შრიფტითაა დაბეჭდილი და უსინათლოებისთვისაა განკუთვნილი. რელიგიის სააგენტო ინტერრელიგიური კალენდრის ახალი ფორმატით აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.

ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება”, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა